უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და გერმანია - უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს

მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგასა და მეგობარს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს. ვისაუბრეთ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასაპირისპირებლად, აგრესიული რუსული რეჟიმის მიერ ევროპისთვის შექმნილი საფრთხის ნეიტრალიზაციასა და ჩვენს ერებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების გზებზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„განვიხილეთ, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ძალის გზით, რაც ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: უკრაინის გაძლიერება და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. მადლიერები ვართ გერმანიის მიმართ უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში მისი მნიშვნელოვანი როლისთვის. გერმანული იარაღი უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის. ასევე განვიხილეთ გერმანიის წვლილი უკრაინის მიერ შორი დისტანციის შესაძლებლობებისა და დრონების წარმოებაში. ეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობაა“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, აფასებს გერმანიის აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტის ფორმირებაში.

„ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის შემდგომ საკითხებზე. ვაფასებ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს