მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, შეიძლება როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად იქნას გამოყენებული

მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, როგორც სახდელის სახე, შეიძლება როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად იქნას გამოყენებული.

ასეთია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის განხორციელებაც “საერთო

სასამართლოების შესახებ“ კანონში იგეგმება.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინური სახდელები: - შენიშვნა; საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება და ასევე, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა.

ამავდროულად, მოქმედი კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სახდელის სახეები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად და რომელი - როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.

კანონით განსაზღვრული არ არის მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, როგორც სახდელის სახე, გამოყენებული შეიძლება იყოს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად, თუ - როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.

კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს