დიმიტრი პესკოვი - აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს - სამართალდამცავების მუშაობა დემარშების მიზეზი არ უნდა იყოს

ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი ამჟამად დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი 27 ივნისს ეკატერინბურგში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, ხოლო რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

„რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის საუბარი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მალე გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს და სამართალდამცავების მუშაობა დემარშების მიზეზი არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ეკატერინბურგში მომხდარი მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.

ამასთან, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს