იოჰან ვადეფული - უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს - პუტინის საუბარი მშვიდობაზე დაცინვაა

უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოჩვენებითია“.

„დღეს, როდესაც პუტინი მშვიდობის შესახებ საუბრობს, ეს უბრალოდ დაცინვას წარმოადგენს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს