უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისიის ცნობით, კომისიამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა.

კერძოდ, ევროკავშირმა და უკრაინამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ლიბერალიზაციის დებულებების გადახედვის შესახებ.

„ამ მოდერნიზებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო კავშირებს უზრუნველვყოფთ. ასევე, რუსეთის უსამართლო აგრესიის ფონზე მდგრად და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს ვაშენებთ. ამავდროულად, ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მოდერნიზებული შეთანხმება ითვალისწინებს:

თანაბარ პირობებს: ბაზარზე ახალი წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ევროკავშირის წარმოების შესაბამის სტანდარტებთან უკრაინის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანაზე, როგორიცაა ცხოველთა კეთილდღეობა, პესტიციდებისა და ვეტერინარული მედიკამენტების გამოყენება.

მძლავრი დაცვის პირობა: ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს დამცავი მექანიზმი შესაბამისი ზომების მისაღებად ისეთ სიტუაციებში, როდესაც იმპორტმა შეიძლება ერთ-ერთი მხარისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

სავაჭრო კავშირების გაფართოება: განახლებული შეთანხმება უკრაინის მიერ ევროკავშირთან ვაჭრობის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ზოგიერთი სოფლის მეურნეობის სექტორის ინტერესებს შორის ბალანსს ადგენს.

„უკრაინის ადგილი ევროკავშირის ოჯახშია. ჩვენ ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობის გზაზე სვლის ერთგულები ვრჩებით, რაც ჩვენს კავშირში უკრაინის სრულ ინტეგრაციამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს