ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.

მანამდე, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება.

ამასთან "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.

"ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: "თავისუფლების მოედანი", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", ⁠"ფედერალისტები".

რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ "ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს".

რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!