ლევან ცუცქირიძე - ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს

ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან განაცხადა მას შემდეგ, რაც რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება გაახმოვანეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით.

ასევე, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან „ამ ბრძოლას სჭირდება ყველას მხნეობა და ჯანმრთელობა”.

„მივესალმები ერთობასა და ერთიანობას იმ იდეებისა და პრინციპების გარშემო, რაც ამ საერთო განცხადებაში იქნა წაკითხული. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ, ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოოდ დამკვიდრება. ჯანმრთელობა ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს