კიტ კელოგი - პესკოვის კომენტარები ორუელისეულია - რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა

რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ზე წერს.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ტემპი დამოკიდებულია როგორც უკრაინის პოზიციაზე, ისე აშშ-ის შუამავლობის ეფექტურობაზე.

„პესკოვის ბოლოდროინდელი კომენტარები მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, რომ აშშ და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებენ, უსაფუძვლოა“, - წერს კიტ კელოგი.

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით პროგრესის მისაღწევად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა „თანმიმდევრული და მტკიცეა“.

„ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასასრულებლად სამმხრივი მოლაპარაკებებია. არ შეიძლება რუსეთმა დროის გაჭიანურება გააგრძელოს, მაშინ როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს