Freedom House - ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით - მოვუწოდებთ, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე

Freedom House-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე.

ორგანიზაცია გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის "მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელების" გამო.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც მოიცავს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას ქვეყნის ახლად მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტანდარტებისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე - ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს