BTU და „კოკა-კოლა“ ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის იწყებენ

თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორქშოფებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო:

  1. კიბერჰიგიენა
  2. სოციალური მედიის უსაფრთხოება
  3. სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები
  4. კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები
  5. ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
  6. რა არის ხელოვნური ინტელექტი?
  7. როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი
  8. ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
  9. მონაცემები და AI-ის აპლიკაციები
  10. AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის
  11. ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის
  12. ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები
  13. როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში
  14. ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში
  15. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად
  16. ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში
  17. ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა
  18. ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის
  19. ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები
  20. რა არის ციფრული ნაკვალევი?

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა.

BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების და კერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადების პროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდ აზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო