შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარებულზე - მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და მნიშვნელოვანი რომელიღაც ელჩის სიტყვებია - რაც შეეხება სასჯელის გაზრდას, ადამიანმა მეორედაც რომ მოკლას ვინმე, არ უნდა შევედავოთ?

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მათთან [ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე] ჰქონდა კითხვები, რომელიც არ მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაიბარეს და მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და მათთვის მნიშვნელოვანი რომელიღაც ელჩის სიტყვებია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, დაკავებული პოლიტიკოსების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ გამოუცხადებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ მათი გამოუცხადებლობის საქმე გადააგზავნა პროკურატურაში და ახლა პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მათთან [ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე] ჰქონდათ კითხვები, რომელიც არ მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაიბარეს და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლა მაინც ეღიარებინათ დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუცია. მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და მათთვის მნიშვნელოვანი რომელიღაცა ელჩის სიტყვებია.

გამოიძახეს, არ მოვიდნენ -კომისიამ გადააგზავნა პროკურატურაში, რა რეაგირება ექნება პროკურატურას, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარების გამო იქნება თუ არა სასჯელის გაზრდა სამართლიანი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარლამენტის საქმე არ არის.

„გაზრდა იქნება თუ არა, ეს პარლამენტის საქმე არ არის. პარლამენტის საქმეა, მოიწვიოს ყველა, ვინც საკითხის გასარკვევად არის საჭირო. საგამოძიებო კომისია ამას აკეთებს. თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი ერთხელ რომ მოკლავს ვინმეს, მეორედ რომ მოკლას, არაფერში არ უნდა შევედავოთ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის 30 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო