ბათუმის დრამატულ თეატრში ნიკა ნიკვაშვილის კონცერტი „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“ გაიმართება

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ფესტივალის დამფუძნებელი, იდეის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილი წარადგენს კონცერტს – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“. საკონცერტო პროგრამა წარმოადგენს ნამდვილ მუსიკალურ კალეიდოსკოპს, სადაც ყველა გემოვნების მსმენელს შეუძლა მუსიკალური შედევრებიდან იპოვოს თავისი რჩეული ნაწარმოები. ეს იქნება ერთგვარი დროში მოგზაურობა, დაწყებული ბაროკოს ეპოქიდან მე-20 საუკუნემდე.

ნიკა ნიკვაშვილი სცენაზე წარდგება ფესტივალის სიმფონიური ორკესტრის, მევიოლინე ლელა მჭედლიძის, მომღერალ სოფო ხალვაშის, გიორგი სუხიტაშვილის და საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალური სტუმრის – ორელია მეის თანხლებით.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დაგეგმილი ოთხი ღონისძიებიდან, ორი სიღნაღში გაიმართა, ხოლო ორი ბათუმში გაიმართება. საზეიმო გახსნა 28 ივნისს, სიღნაღში, კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიებით შედგა.ბიუსტი ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიხსნა.

ღონისძიებაზე შესრულდა ბიძინა კვერნაძის უკვდავი ნაწარმოებები, სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით. კონცერტის მუსიკალურ ხელმძღვანელად ნიკა ნიკვაშვილი წარდგა. ღონისძიებაზე კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილი იყო.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა