ბიძინა კვერნაძის სახელობის წლევანდელი მუსიკალური ფესტივალი ბიუსტის გახსნის ცერემონიითა და კომპოზიტორის შემოქმედებას მიძღვნილი საღამოთი გაიხსნება

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართება. საზეიმო გახსნა 28 ივნისს, სიღნაღში, კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიებით შედგება.

ბიუსტი ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დამონტაჟდება.

ღონისძიებაზე კომპოზიტორის უკვდავ ნაწარმოებებს ცნობილი ქართველი მომღერლები შეასრულებენ სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილი იქნება.

ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, აგრეთვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციის ხელშეწყობა, რაც მომავალი კულტურული პროექტების წარმატებული განხორციელების საფუძველს ქმნის.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დაგეგმილია ოთხი ღონისძიება, რომლებიც სიღნაღსა და ბათუმში გაიმართება.

დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის წელსაც ჩატარდება სპეციალური აქტივობები: ცნობილი მევიოლინე ლელა მჭედლიძე ღია ცის ქვეშ მასტერკლასს გაუწევს ახალგაზრდა მუსიკოსებს.

ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილი ქართველი და უცხოელი ხელოვანების ერთობლივი წარმოდგენებია. ფესტივალის დახურვის ცერემონია 2 ივლისს, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. მაყურებელი ისარგებლებს შესაძლებლობით მოისმინოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრების თანამედროვე ინტერპრეტაციები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს