აზერბაიჯანის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში „ბაქოს არამეგობრული ქმედებების გამო“ საპროტესტო ნოტა გადასცეს

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს, ბაქოს მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადაეცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩს გადაეცა ვერბალური ნოტა, დაკავებული რუსი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვნით.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას, ელჩს პროტესტი გადაეცა ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების, აზერბაიჯანული მხარის მიერ ორმხრივი ურთიერთობების დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯების გამო. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა ვერბალური ნოტა, ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქოში, „სპუტნიკ-აზერბაიჯანის“ ოფისში ოპერაცია განახორციელა. მოგვიანებით, სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოში უსაფრთხოების ძალებმა „აბსურდული ბრალდებებით“ ორი რუსი ჟურნალისტი დააკავეს - „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს