ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დეტალებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

“ყველა უკრაინელის სახელით, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა აზერბაიჯანელ ხალხთან და მიუსამძიმრა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების ბრუტალურ დაკავებებთან და ძმები საფაროვების მკვლელობასთან დაკავშირებით. ილჰამ ალიევმა უკვე დადასტურებული დეტალები გააზიარა. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რუსების სიძულვილს, შოვინიზმსა და ცინიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა, ომის დასასრულებლად პარტნიორებთან საერთო ნაბიჯები, ენერგეტიკის სფეროში უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევი უკრაინაში მიიწვია.

ცნობისთვის, 27 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა ეკატერინბურგში აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. შედეგად, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე (ძმები საფაროვები) გარდაიცვალა, რამდენიმემ სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხოლო 50-მდე ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის პოლიციის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი ორი აზერბაიჯანელი ძმის ცხედრის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი ცემით მოკლეს.

ასევე, აზერბაიჯანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება ჰუსეინ და ზიადინ საფაროვების სავარაუდო მკვლელობაზე, მას შემდეგ, რაც ისინი გასულ კვირას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.

კერძოდ, აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს