მიხეილ სააკაშვილი - გვინდა არჩევნები, ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე - სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მხარს უჭერს რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ პირველ რიგში ქუჩა უნდა მოიგოს.

„ჩვენ გვინდა არჩევნები, ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე.

სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. მთლიანად მხარს ვუჭერ რვა პარტიის განცხადებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ "ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს".

რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს