ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს “ირანის ბირთვული პროგრამა და უკრაინის საკითხი” განიხილეს.

“ირანთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, მათ შორის საფრანგეთისა და რუსეთის, პასუხისმგებლობები ბირთვულ საკითხზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები “ბირთვული არ გავრცელების შეთანხმების” ფარგლებში, კერძოდ კი სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომლის ინსპექტორებსაც თავისი სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ…

უკრაინასთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კონფლიქტის მყარი და ხანგრძლივი დარეგულირებისთვის, ის ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების, რაც შეიძლება სწრაფად დაწყების მოწოდებით გამოვიდა. ორი პრეზიდენტი გააგრძელებენ დისკუსიებს ამ საკითხზეც”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს