უკრაინის შეიარაღებული ძალები ლატვიისგან Patria 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Patria 6x6 ტიპის 42 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაამტკიცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლატვიურმა მხარემ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტრანსპორტიორები ჯერ კიდევ ზამთარში შეუკვეთა და კიევი მიიღებს უშუალოდ ლატვიაში წარმოებულ ავტომობილებს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებზე.

„ჩვენი Patria-ს ტიპის ჯავშანტექნიკა დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას - როგორც წელს, ასევე მომავალ წელს ჩვენ უკრაინას გავუწევთ სამხედრო დახმარებას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით“, - აცხადებენ ლატვიის თავდაცვის უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს