მფრინავი იმედა მაისურაძე - სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, გვეუბნებოდნენ - მოკუნტულმა უნდა იარო, ყველაფერი აიტანოო - შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ყველა დაემორჩილებინათ შიშით

სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ყველას ატერორებდნენ. ასე გვეუბნებოდნენ - მოკუნტულმა უნდა იარო, ყველაფერი უნდა აიტანო. ეს იყო მათი მიდგომა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ყველა დაემორჩილებინათ შიშით. ოფიცერი, რომელიც ჩურჩულით იწყებს საუბარს – ის უკვე ოფიცერი აღარ არის,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავმა, იმედა მაისურაძემ განაცხადა, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

საგამოძიებო კომისიის წევრის კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა ქვეყანა ავიაციის გარეშე, მაისურაძის პასუხი იყო: „რა თქმა უნდა დარჩებოდა, და ისინი [მაშინდელი ხელისუფლება] მზადაც იყვნენ, რომ ასე მომხდარიყო“.

„სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, ფაქტობრივად არც ვიცნობდი, მაგრამ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ესწრებოდნენ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობას, მათ შორის დავალების მიღებასაც. რაც შეეხება ზეზვა ბაკურიძის საქმეებს, ერთ-ერთი განსაკუთრებით აქტიური სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი სუხიტაშვილიც იყო. მასთან შეხება უკვე თბილისში მქონდა.

ტერორიზება პირადი შემადგენლობისთვის ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა – ატერორებდნენ ყველას. „მოკუნტულს“ უნდა გევლო და თავი გექნია ყველაფერზე – ეს იყო მათი პრინციპი. მაშინ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მოტივირებული იყვნენ იმაზე, რომ ყველას დაეტერორებინათ. ოფიცერი, რომელიც ჩურჩულით იწყებს საუბარს, ოფიცერი აღარ არის.

რა თქმა უნდა, დარჩებოდა და ისინი მზად იყვნენ, რომ ასე მომხდარიყო“, - განაცხადა მაისურაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა