პაატა მანჯგალაძე - არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვიდრე ის, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას

არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას, რადგან იცის რომ დამნაშავეა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „როცა ერთ ადამიანს იმდენად ეშინია წასვლის, რომ საკუთარ შიშს ძალადობის ინსტრუმენტად აქცევს, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის პანიკური თვითგადარჩენის რეჟიმი“.

„ეს ძლიერების კი არა, ღრმა სისუსტის ნიშანია. ეს არის ფსიქოლოგიური შიში, პიროვნული კრახი, როცა ხვდები რომ ძალაუფლების გარეშე არავინ ხარ.

ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და ყოველთვის ერთნაირად მთავრდება: ხალხის გამარჯვებით!“,- წერს პაატა მანჯგალაძე.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს