BTU-ს საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ სრულად აკრედიტებულია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ სრულად აკრედიტებულია. მისი არჩევა NAEC-ის ვებგვერდზე უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი, კოდი კი გახლავთ - 1950106.

„ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ უნიკალური საბაკალავრო პროგრამაა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული ფსიქოლოგიის სხვა პროგრამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ის გახლავთ, რომ BTU-ს სტუდენტები ფსიქოლოგიას ტექნოლოგიებთან კვეთაში და ტექნოლოგიური განვითარებით მიღებული გამოწვევების გათვალისწინებით შეისწავლიან.

საბაკალავრო პროგრამა სრულად საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მისი შექმნისას გაითვალისწინეს ლუვენის, ლეიდენისა და გრანადის უნივერსიტეტების მოდელები.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ფსიქიკასა და საზოგადოებაზე. პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცოდნა კი სპეციალისტებს კარიერაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული; შეასწავლოს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები, პრინციპები და კანონზომიერებები; გაააზრებინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად წარმოქმნილი სიახლეები და ცვლილებები, ისე - ხელოვნურ ინტელექტთან მიმართების თავისებურებები; გამოუმუშაოს შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენის, პროფესიული და კვლევით საქმიანობის ეთიკური პრინციპების დაცვით წარმართვის უნარი.

პროგრამაზე სწავლის ღირებულება 2250 ლარია. პირველ სასწავლო წელს კურსზე 150 სტუდენტი ჩაირიცხება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა - ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში - BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო