თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს? - თუ სწორია, რა არის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არა

რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა - დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს? - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ ქვეყანას ოპოზიცია სჭირდება.

„ჩვენ თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ღიად მინდა ვთქვა: ეს სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია ამ ქვეყანას სჭირდება, პარლამენტში მით უმეტეს საჭიროა ოპოზიცია, საკრებულოებშიც და ზოგადად.

ამ კომისიაშიც, თქვენი ადგილი ვაკანტური რჩება. მაქვს შეკითხვა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ, რომ თქვენ, ასევე ქალბატონები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტიდან ცნობილი იყო, ასევე ახალ წევრები, რომლებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში, დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს?

თუ ასე სწორია, რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?!“ - მიმართა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს