თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - შედი ჩორჩანას ტყეში და ჯონჯოლი გამოგვიტანე

[შედი ჩორჩანას ტყეში] და ჯონჯოლი გამოგვიტანე, - ასე მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვას დისტანციურად პასუხობს.

თეა წულუკიანის თქმით, კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა ადგილობრივი ელგუჯა ხარაზიშვილი, რომლის თქმითაც, საგუშაგოს ჩადგმამდე ჩორჩანას ტყით სოფელი სარგებლობდა და „ჯონჯოლზეც კი შედიოდნენ“, თუმცა საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ სოფელი ტყეში ვეღარ შედიოდა.

„შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იტყუა? ჩვენ გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ. რუსი ხარო, მე მეუბნებით, რუსეთში განათლებული კაცი და ა.შ. ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?“- მიმართა წულუკიანმა გახარიას.

თავის მხრივ, გახარიას განმარტებით, ამას არასდროს იტყვის,[რომ ელგუჯა ხარაზიშვილი იტყუება], „რადგან კომისიის წევრებთან შედარებით, ელგუჯა ხარაზიშვილი ბევრად უფრო ღირსეული ადამიანია“.

„ბატონი ელგუჯა ხარაზიშვილის ზურგს უკან ამოფარებულები რომ ხართ, ამ ადამიანებს რომ ძარცვავთ და მერე სოციალური დახმარების გამო ასე სამარცხვინოდ ექცევით, რაც გინდათ ის ქენით“, - უპასუხა გახარიამ.

გახარიას გამოეხმაურა კომისიის ერთ-ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი.

„ერთი ბლიც კითხვა, უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ბატონ ელგუჯასთან ერთად, წახვალთ ამ ტერიტორიაზე? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას?. პირობა დადეთ, რომ ბატონ ელგუჯას გაჰყვებით ამ ტერიტორიაზე“,- მიმართა მაჭარაშვილმა.

გახარიამ კომისიის წევრს ასე უპასუხა:

„უცხოეთიდან რომ ჩამოვალ, სადაც მინდა [იქ წავალ]. თქვენ დადეთ პირობა, რომ საქართველოს მოსახლეობას ასეთ ცირკს [არ მოუწყობთ]. თქვენ არავინ არ ხართ ჩემთვის, რომ პირობა დაგიდოთ“, - უპასუხა გახარიამ მაჭარაშვილს, რომელიც გახარიას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა:

„ო, აი, კარგია, რომ გამწარდით. როცა ჩამოხვალთ, გაჰყევით ბატონ ელგუჯას ტყეში. ერთხელ შეიყვანე ტყეში... ვერ შეიყვან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გახარიამ კი ასე უპასუხა: „ელგუჯა ხარაზიშვილს, ასეთი საქმეებისთვის, თქვენგან განსხვავებით, არ გამოვიყენებ!“

„კარგი, მარტო შედი იმ ტყეში, მაშინ“- უპასუხა გახარიას მაჭარაშვილმა, მაჭარაშვილის ამ რეპლიკას კი, წულუკიანმა დაამატა: [მარტო შედი] და ჯონჯოლი გამოგვიტანე“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის