ანონსი  3 ივლისი

3 ივლისს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია 551 633 644

3 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრების: დეა მეტრეველის, გიორგი სიორიძის, ვატო სურგულაძისა და ოთო ფარულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "პოლიტიკური მართლმსაჯულება და რეპრესიები საქართველოში. ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში და რეჟიმის მიერ დატყვევებული აქტივისტები".

3 ივლისს, 12:00 საათზე, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულ გიგი უგულავასა და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

3 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ივლისს, 17:00 საათზე, სამოქალაქო ჯგუფის „მთა თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით, ფილარმონიიდან რუსთაველამდე მარში გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს