მარკ რუტე - ლავროვი, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ, მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა, ამიტომ, მას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ

ლავროვი - ის, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, არა? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა. ამიტომ, ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Fox News-ის ჟურნალისტს განუცხადა.

ამ სიტყვებით მარკ რუტე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლავროვს სთხოვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, სიტყვების კომენტირება, რომლის მიხედვითაც პუტინის რეჟიმი თანამედროვე „შეიარაღების რბოლის“ შედეგად კოლაფსს ელის, ლავროვმა განაცხადა:

„ალბათ, რადგან ის ასეთი პროგნოზირებადია, ვარაუდობს, რომ ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის კატასტროფული, ჩემი აზრით, ზრდაც ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს