თიბისის ახალი ფუნქციონალი - დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი შექმნა. მათ ეძლევათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, ნებისმიერი სხვა ბანკის საკუთარ ბარათზე ან პირიქით, თანხა არა მხოლოდ ლარში, არამედ დოლარისა და ევროს ვალუტებშიც მომენტალურად გადარიცხონ.

აღნიშნული ფუნქციონალი მოქმედებს მხოლოდ მობაილბანკში და თანხა ბარათზე წამებში ისახება. გადარიცხვის საკომისიო კი, მხოლოდ 1%-ია.

ახალი, ინოვაციური ფუნქციონალით სარგებლობა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა, მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის არის შესაძლებელი - ერთჯერადი ტრანზაქციის მინიმალური თანხა €2 ან $2, მაქსიმალური კი, €1000 ან $1000-ია (დამოკიდებულია ტრანზაქციის ვალუტაზე).

თანხის გადასარიცხად, თიბისის მომხმარებლებმა მობაილბანკის გადარიცხვების გვერდის ჩამონათვალში უნდა აირჩიონ - „სხვა ბანკიდან 24/7-ზე“, ამის შემდეგ კი, დაამატონ ბარათი ან უკვე არსებული ბარათებიდან აირჩიონ ის, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურთ.

“სხვა ბანკიდან 24/7-ზე” ფუნქციონალისა და გადარიცხვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გადარიცხე მომენტალურად 24/7-ზე, უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში!

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს