ყველაფერი, რაც PLUS დაბადების დღისთვის უნდა იცოდეთ

5 ივლისი ახლოვდება, წლის საუკეთესო დრო შოპინგისთვის. ამ დღეს ნებისმიერ სასურველ ნივთს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. თუ PLUS ქულებს აგროვებდით და 5 ივლისისთვის მზად ხართ, საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის გახარებას მარტივად შეძლებთ. იმისთვის, რომ ამ დღეს მომზადებული შეხვდეთ, გიზიარებთ რჩევებს, თუ რა უნდა იცოდეთ PLUS დაბადების დღეზე:

როგორ ვიხდი PLUS ქულებით?

ფიზიკურ მაღაზიაში გააფრთხილეთ მოლარე, რომ PLUS ქულებით აპირებთ გადახდას, ონლაინ გადახდისას კი მიუთითეთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და დაინახავთ ქულებით გადახდის ფუნქციას. თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტი იყო, PLUS-ის დაბადების დღეზე, 1 ლარი 200 PLUS ქულა გახდება.

*გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის ბარათი, რომელსაც იყენებთ, არ უნდა იყოს დაბლოკილი, ვადაგასული და არ უნდა გიფიქსირდებოდეს დავალიანება.

შემიძლია საფასურის ნაწილი PLUS ქულებით, ნაწილი კი თანხით გადავიხადო?

თუ სასურველი ნივთისთვის საკმარისი ქულა ვერ შეაგროვეთ, მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლიათ ნაწილი ქულებით, ნაწილი კი ბარათით, ნაღდი ფულით ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით გადაიხადოთ.

*გაითვალისწინეთ, რომ -50%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ ქულებით გადახდილ ნაწილზე მოქმედებს. თუ ნივთის ღირებულება 200 ლარია და თქვენ 50 ლარის პლუს ქულები გაქვთ, ქულების ღირებულება გაორმაგდება, 100 ლარს PLUS ქულებით დაფარავთ, ხოლო დარჩენილ 100 ლარს - თანხით. ონლაინ გადახდისას კი ნივთის საფასური მთლიანად პლუს ქულებით უნდა დაფაროთ.

სად შემიძლია ვისარგებლო შეთავაზებით?

შეთავაზებით პარტნიორ მაღაზიებში ისარგებლებთ, რომელთა სია ძალიან გრძელია, ანუ თითქმის ყველგან. მაშინაც თუ მაღაზიას კონკრეტულ ნივთზე უკვე ფასდაკლება აქვს, ფაქტობრივად, PLUS ქულებით ორმაგი ფასდაკლება გექნებათ. შეგიძლიათ იმდენჯერ გადაიხადოთ, რამდენჯერაც გსურთ, სანამ ქულები არ ამოგეწურება, შეზღუდვა არ გაქვთ.

დაბადების დღის შეთავაზება მხოლოდ მაღაზიებში შოპინგისთვისაა. თუკი ნაყიდი ნივთის დაბრუნება მოგინდათ, უპრობლემოდ შეძლებთ. ფიზიკურ მაღაზიაში შესრულებული გადახდის გაუქმებისას ქულები მომენტალურად დაგიბრუნდებათ, ონლაინ გადახდის შემთხვევაში კი ცოტა მეტი დრო იქნება საჭირო.

*გაითვალისწინეთ, რომ კომუნალურების გადახდისას, ბალანსის შევსებისას ან სამგზავრო ბარათის ყიდვისას PLUS ქულების ღირებულება არ გაგიორმაგდება.

MR ქულებს PLUS ქულებში გადავცვლი?

თუ AmEx საკრედიტო ბარათს იყენებდით და MR ქულები დაგიგროვდათ, PLUS-ის დაბადების დღეზე თქვენც შეძლებთ შეთავაზებით ისარგებლოთ. MR ქულებს PLUS ქულებში მობილბანკში სულ რამდენიმე წამში გადაცვლით, თანაც ძალიან კარგი კურსით, დაგროვილი MR ქულებით სამჯერ მეტ PLUS ქულას შეიძენ, (1MR = 3 PLUS).

ასევე, შეგიძლიათ PLUS ქულები სხვას გადაურიცხოთ. თუ სურვილამდე სულ ცოტა გაკლიათ, შეგიძლიათ ახლობლების დახმარება გამოიყენოთ, ან თუ მეგობრებს საერთო ნივთის ყიდვა გსურთ, ქულების გაერთიანებით საქმე გაგიმარტივდებათ.

ასე რომ, იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. ხოლო, თუ ჯერ ისევ ვერ გადაგიწყვეტიათ, ამ ბმულზე პარტნიორი მაღაზიების გრძელ სიას და ყველა შესაძლო კითხვაზე დეტალურ პასუხს იპოვით.

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა