CIU-მ IPAG Business School-თან ხელშეკრულება გააფორმა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და პარიზის IPAG Business School-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც CIU-ს სტუდენტებს პარიზში სწავლისა და ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სიახლით სარგებლობა CIU-ს ახლადაკრედიტებული ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ.

ინფორმაციის თანახმად, მათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვთ, მესამე წელი ისწავლონ პარიზში და მიიღონ როგორც CIU-ს, ისე IPAG Business School-ის დიპლომი.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის ბიზნესსექტორში ინტეგრირების თანამედროვე სტანდარტებსა და ინოვაციური სწავლის მეთოდებზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ტექნოლოგიური უნარების გამომუშავებაზე. ორი წლის შემდეგ კი სტუდენტს შეუძლია ცოდნა გაიღრმავოს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით.

რაც შეეხება პროგრამის პარტნიორ IPAG Business School-ს, ის პარიზის ცენტრალურ ნაწილში, მთავარ ბიზნესცენტრებთან ახლოს მდებარეობს. სასწავლებელი გამორჩეულია სტუდენტთა ინტერნაციონალიზაციის მაღალი მაჩვენებლითა და სტუდენტის წარმატებულ კარიერაზე ორიენტირებული პოლიტიკით. სასწავლებელი ორიენტირებულია პრაქტიკულ ბიზნესგანათლებაზე, სამეწარმეო ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირსა და საერთაშორისო ბიზნესკავშირებზე.

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველ ნომრად აირჩევს, 20%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს. აბიტურიენტები CIU-ს ნებისმიერ ნომრად არჩევის შემთხვევაში იღებენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსის (“AI - ნავიგაცია პრაქტიკაში“) 1000 ლარიან ვაუჩერსა და უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამის 2000 ლარიან ვაუჩერს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მედალოსნების დაფინანსება, რომელიც ოქროს მედლის შემთხვევაში 20%-იან, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში 10%-იან შიდა გრანტს გულისხმობს.

2025 წლის ბოლოს სრულდება CIU-ს ახალი კამპუსის მშენებლობაც. აღნიშნული მრავალფუნქციური კამპუსი მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზებს, საერთო საცხოვრებელს, ფიტნეს დარბაზსა და ღია/დახურულ სპორტულ მოედნებს.

უნივერსიტეტის კოდია 115

ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი, 3 წლიანი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - https://www.youtube.com/watch?v=isAmgZEh28Y”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში