ODIHR-ის დირექტორი - გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, FARA-ს კანონმდებლობასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და „გრანტების შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით - შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან

ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, FARA-ს კანონმდებლობასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონსა“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებულ უახლეს ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ისინი მოიცავს სასჯელაღსრულების ზომებს და საბოლოოდ შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და სერიოზულად აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორმა მარია თელალიანმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო აგრძელებს შეშფოთების გამოთქმას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კი, ქვეყანაში პოლიტიკური წარმომადგენლების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო.

„მესამე კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსიის მოსმენის შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის ძალიან ყურადღებით მონიტორინგს FARA-ს კანონმდებლობასთან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, ასევე გრანტების შესახებ საქართველოს კანონში მიღებულ უახლეს ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, რადგან ისინი მოიცავს სასჯელაღსრულების ზომებს და საბოლოოდ შეუთავსებელია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და სერიოზულად აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებით და მისი გავლენით საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე. ჩვენ ვაგრძელებთ შეშფოთების გამოთქმას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა უფრო ფართო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება საქართველოსთვის, დახმარების გაწევის შესახებ, შეკრებების ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის მონიტორინგის, ასევე მომავალი ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების საკითხებში, ძალაში რჩება და მივესალმები ნებისმიერ შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რათა ODIHR-მა შეძლოს საქართველოს დახმარება მისი ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა მან.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო