ლევან იოსელიანმა N12-ე დაწესებულებაში ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავში, N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან იოსელიანმა მოინახულა ამავე საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები - ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია, რომეო მიქაუტაძე და გაესაუბრა მათ.

„სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა სასეირნო სივრცეები, სამედიცინო ნაწილი, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას სახალხო დამცველმა პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გაეცნო, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ და სასწავლო პროგრამებს, მსჯავრდებულთა ჩართულობის კუთხით.

ლევან იოსელიანი გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის მოინახულა და გაესაუბრა N12-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ნიკა მელია და რომეო მიქაუტაძე.

სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა