ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინს მშვიდობა არ სურს, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, სანქციების მე-18 პაკეტი რუსეთის ომის ეკონომიკას გულში ურტყამს - საინტერესო იყო რუსი მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ მისი ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა

საინტერესო იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, რუსეთის გადახურებული ომის ეკონომიკა თავის ლიმიტებამდე მიდის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

კერძოდ, მან ამის შესახებ დანიის ქალაქ ორჰუსში მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრიდერიკსენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

“ყველამ ვიცით, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, ასე რომ, მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. სანქციების მე-18 პაკეტი რუსეთის ომის ეკონომიკას გულში ურტყამს.

საინტერესო იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. საპროცენტო განაკვეთი 20%-ზეა, ინფლაცია 10%-ზეა. რუსეთის გადახურებული ომის ეკონომიკა თავის ლიმიტებამდე მიდის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან მადლობა გადაუხადა დანიას უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვისა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ საბჭოს დანიის თავმჯდომარეობის პერიოდში ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე, ევროკავშირის ვალდებულება გაიხსენა, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე უკრაინას 2 მილიონი ჭურვი უნდა მიაწოდოს. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე მოახდინა 2.1 მილიარდი ევროს ინვესტირება უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაში.

“მნიშვნელოვანია ამ სახსრების წარმომავლობა. ამას გაყინული რუსული აქტივების ჭარბი შემოსავლის გამოყენებით ვაკეთებთ. ამდაგვარად, ფაქტობრივად რუსეთი იხდის იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია