რუსუდან თევზაძე აბიტურიენტებს - გამოიყენეთ ყველა გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის

მინდა, მოგმართოთ რწმენითა და მხარდაჭერით: ამ გზაზე, რომელიც ახლა იწყება, წინ შეგხვდებათ სირთულეებიც და მიღწევებიც - გამოიყენეთ ყველა გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე აბიტურიენტებს, რომლებსაც დღეს ეროვნული გამოცდები დაეწყოთ.

რუსუდან თევზაძე ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს და სწავლისკენ, შრომისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს მათ.

“საქართველოს ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების დაწყებას!

ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში - დრო, როცა თქვენი შრომა, მიზნები და ოცნებები ნამდვილ გამოცდას გადის. გისურვებთ დიდ წარმატებებს თითოეულ თქვენგანს!

მინდა მოგმართოთ რწმენითა და მხარდაჭერით: ამ გზაზე, რომელიც ახლა იწყება, წინ შეგხვდებათ სირთულეებიც და მიღწევებიც - გამოიყენეთ ყველა გამოწვევა როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.

ყოველთვის გახსოვდეთ: სიმართლის მსახურება - სამშობლოს მსახურებაა.

ისწავლეთ, იშრომეთ და იმოქმედეთ ღირსებით, საქართველოში თქვენი და სხვათა კეთილდღეობისთვის.

წარმატებებს გისურვებთ!”, - წერს რუსუდან თევზაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს