ირაკლი კობახიძე - 4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები - რობინ დანიგანმა გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა „იმედის“ ეთერში, ელჩ რობინ დანიგანის 2 ივნისს გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მან აღნიშნა, „ამ მტრობის თანამონაწილე“ იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რაც უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.

„4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო, სწორედ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში - ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეი დი ვენსის სიტყვები მიმართული იყო, სწორედ, ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა