მედია - ჩინეთის საგარეო მინისტრმა კაია კალასს განუცხადა, რომ პეკინს არ სურს, რუსეთი უკრაინის წინააღდეგ ომში დამარცხდეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს განუცხადა, რომ პეკინს არ სურს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წააგოს, რადგან შიშობს, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები მთელ ყურადღებას პეკინზე გადაიტანს, - ინფორმაციას South China Morning Post-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ვანმა უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი ფინანსურად ან სამხედრო თვალსაზრისით მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და განაცხადა, რომ ეს რომ გაეკეთებინათ, კონფლიქტი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა.

გამოცემის წყაროების მტკიცებით, გეოპოლიტიკური და კომერციული საკითხების ფართო სპექტრზე ოთხსაათიანი მარათონული დებატების დროს ვანმა კალასს რამდენიმე „ისტორიის გაკვეთილი და ლექცია ჩაუტარა“.

შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა გამართეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს