სიახლეები „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • სიახლეების კატეგორია - ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი - ახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
  • სახელფასო პროექტში ჩართვა - ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი დაემატება.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის