სტუ-ის დეკანი - ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი კადრები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, გვყავს 141, მათ შორის, ბაკალავრი - 95, მაგისტრი - 41 და 5 დოქტორანტი, კურსდამთავრებული. 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, - ამის სესახებ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. კერძოდ, განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა 3 სალექციო აუდიტორია. ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამისთვის - "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია", მოეწყო ელექტრომაგნეტიზმის ახალი ლაბორატორია.

როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება იმ ფონზე, როცა სახეზეა გლობალური კლიმატური გამოწვევები და როცა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება. დეკანის თქმით, ამ საკვანძო საკითხების გადაჭრაში დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს მიუძღვის, იმედანად, რამდენადაც ფაკულტეტი უკვე 103 წელია წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.

„ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად არჩევა ჩემთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად უნივერსიტეტის წინაშე. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილს მიმართ, რომლის ხელმძღვანელობით და რაც მთავარია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სტუდენტებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და გამოხატული ნდობისთვის. როგორც ახლადარჩეული დეკანი, ჩემი ხედვა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს: 1. აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება — ხელს შევუწყობ ინოვაციური კვლევითი პროექტების განვითარებას, ლაბორატორიული ბაზის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციას; 2. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება — ფაკულტეტი უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში, რაც განაპირობებს ცოდნის ტრანსფერს და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას; 3. ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება — განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, რექტორის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი კიდევ უფრო განიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს დეკანი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო