BTU-ში ქალებისთვის საერთაშორისო AI ჰაკათონი გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), iamtheCODE AI INSTITUTE-თან პარტნიორობით ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო ჰაკათონს გამართავს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას.

საერთაშორისო ჰაკათონის მხარდამჭერია: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia).

100 ქალი გაერთიანდება სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

ჰაკათონი წარმოადგენს გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც ემსახურება ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის და STEAMED განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.

ჰაკათონის თემატიკაა: „How can AI be used for Good in Advancing the SDGs?“, რაც გულისხმობს AI-ის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, გააანალიზებენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ისწავლიან AI ინსტრუმენტების შექმნას iamtheCODE iDEA კურიკულუმის ფარგლებში და საბოლოოდ წარადგენენ ინოვაციურ იდეებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე. გუნდებთან იმუშავებენ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორები, რომლებიც გაუწევენ მონაწილეებს მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას. მონაწილეების იდეებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, რომლის წევრებიც სპეციალურად საქართველოში ჰაკათონის ფარგლებში ჩამოვლენ.

საერთაშორისო ჰაკათონის მთავარი თემებია:

  • გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გააზრება და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში ინტეგრაცია;
  • Design Thinking მეთოდოლოგიის გამოყენება რეალურ პრობლემებზე;
  • AI ინსტრუმენტებისა და ბოტების შექმნა iamtheCODE iDEA სასწავლო პროგრამის ფარგლებში;
  • გენერაციული AI-სა და პასუხისმგებელი ტექნოლოგიის საკითხების შესწავლა;
  • გუნდური მუშაობა, კოდირება და ინოვაციური იდეების პრეზენტაცია.

საუკეთესო 5 პროექტისთვის გათვალისწინებულია:

  • 12-კვირიანი მენტორობა iamtheCODE გლობალური ქსელისგან;
  • წვდომა პრემიუმ AI კურსებზე iamtheCODE პლატფორმაზე;
  • 1,000 ლარის საგრანტო ვაუჩერი იდეის შემდგომი განვითარებისათვის;
  • გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში.

ჰაკათონის სტრუქტურა:

  • I დღე: AI-ისა და SDGs-ის გაცნობა;
  • II დღე: მენტორობა და იდეების ფორმირება;
  • III დღე: პრეზენტაციები, ჟიურის შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა.

ჰაკათონი იმართება iamtheCODE AI ინსტიტუტის ფარგლებში — ახალი საგანმანათლებლო ჰაბი BTU-ს ბაზაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და STEAMED მიმართულებების პოპულარიზაციას რეგიონში. ინიციატივა ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების აქტიური თანამშრომლობით.

iamtheCODE არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 88 ქვეყანაში და 500-ზე მეტ ღონისძიებაზე აერთიანებს გოგოებს და ქალებს ტექნოლოგიების ირგვლივ. ინიციატივის ავტორია Lady Mariéme Jamme – iamtheCODE დამფუძნებელი.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

თარიღი: 16, 17 და 18 ივლისი, 2025 ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. 82, თბილისი) სამიზნე აუდიტორია: საქართველოში მცხოვრები გოგოები და ქალები, ასაკი 16+ (ჯამში 100 მონაწილე) ინკლუზიური მონაწილეობა: მინიმუმ 10% საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალებისთვის პოტენციური მონაწილეები: სტუდენტები, ლტოლვილები, კურსდამთავრებულები, დამწყები სპეციალისტები და ტექნოლოგიით დაინტერესებული პირები საპასუხო კრიტერიუმი: მინიმუმ B1 დონე ინგლისურ ენაში

(R)

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია