საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებები ოფიციალურ ფორმებზე „Georgia“-ს  ნაცვლად „საქართველო“-ს გამოიყენებენ

საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები - მათ შორის, ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები - საერთაშორისო მატჩებზე მაისურებზე წარწერას საქართველო გამოიყენებენ, რითაც ინგლისური „Georgia“-ს ჩანაცვლება მოხდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა.

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საქართველო ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ფიბამ (საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია) მშობლიურ ენაზე და უნიკალური დამწერლობით - ქართულად - ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ქვეყნის სახელის გამოყენების ნება დართო.

ფიბას მხრიდან ამ ნაბიჯის აღიარება საერთაშორისო დონეზე ენობრივი მრავალფეროვნებისადმი მზარდი ყურადღების და კულტურული იდენტობის პატივისცემის მაგალითია.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ასპარეზზე გაძლიერებას.

წარწერა საქართველო არა მხოლოდ ფორმებზე გამოჩნდება, არამედ აისახება ბრენდინგში, სარეკლამო მასალებში და ფედერაციის ციფრულ არხებზეც.

ახალი ფორმები და ვიზუალური იდენტობა პირველად ასაკობრივ და ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე იქნება გამოყენებული. აგვისტოში კი, ქვეყნის მთავარი ნაკრები, ევროპის მთავარ სცენაზე - ევრობასკეტზე სწორედ ამ ფორმით წარსდგება.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებებს

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს