მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც ჭიათურაში მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მირზა ლოლაძემ მეორე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, მირზა ლოლაძესთან ერთად, მშრალ შიმშილობაზეა ტარიელ მაქაცაძეც, რომელიც ასევე, 16 დღეა შიმშილობს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა. გარდა ამისა, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს