მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ბიზნესმენებმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ჯერ არ იციან, რა იქნება მსჯელობის საგანი, უფრო დეტალურ ინფორმაციას კი მედიას შეხვედრის დასრულების შემდეგ მიაწვდიან.

„რაც გვქონდა შეხვედრა, ძირითადად უკავშირდებოდა ბიზნესს, ამიტომ, როცა გამოვალ, ჯობია მაშინ გიპასუხოთ. დღევანდელი შეხვედრის საკითხი არ ვიცი, რას უკავშირდება", - განაცხადა"ნოვოს" დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა