ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანი დატოვეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება სააგენტოს X-ის გვერდზე არის გამოქვეყნებული.

“IAEA-ს ინსპექტორთა გუნდმა მშვიდობიანად დატოვა ირანი, ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც ისინი ბოლო კონფლიქტის პერიოდში თეირანში იმყოფებოდნენ.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა IAEA-ს მიერ ირანში საჭირო მონიტორინგისა და სავერიფიკაციო აქტიურობების რაც შეიძლება სწრაფად განახლების დეტალების საკვანძო მნიშვნელობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს, 4 ივლისს, თეირანი ინსპექტორთა ბოლო ჯგუფმა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს