ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - დეტალური საუბარი გვქონდა თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე

დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დეტალურად ისაუბრეს თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკის განცხადებით, შეთანხმდნენ უკრაინა-აშშ-ს გუნდების შეხვედრაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. პრეზიდენტ ტრამპსა და მთელ ამერიკელ ერს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.

ჩვენ, უკრაინაში, მადლობელები ვართ მთელი მოწოდებული დახმარებისთვის. ის გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მყარი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად. კეთილშობილი შეთანხმებაა საჭირო მშვიდობისთვის.

დღეს მიმდინარე ვითარება განვიხილეთ, მათ შორის რუსეთის ავიადარტყმები და უფრო ფართო ფრონტის ხაზის მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე ჩვენი გუნდების შეხვედრაზე შევთანხმდით.

დეტალური საუბარი გვქონდა თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ ეს კრიტიკუალდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დრონებსა და დაკავშირებულ ტექნოლოგიებს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს