გია ხუხაშვილი - საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული "შპარგალკებით" - მიხეილ ყაველაშვილს ვინ ეკითხება შეწყალებას, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს, ძირითადად დომინოს და ნარდს თამაშობს

[მიხეილ ყაველაშვილის განცხადება] არის ძალიან უტიფარი, ცინიკური და მზაკვრული განცხადება. მშვენივრად ესმის, რომ არცერთი პოლტიიკური პარტია არ დათანხმდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან სალაპარაკო ექნება და იტყვიან, რომ „ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ“.

„ყველას კარგად ესმის, რომ ამ რედაქციით შეწყალების გაგზავნა და სიტყვის მიცემა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, სუიციდის ტოლფასია. თითქოს კეთილ ნებას გამოხატავს, სინამდვილეში ხელისუფლების მიზანი სულაც არ არის არჩევნებში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა. ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების გზაზე ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ, რათა 4 ოქტომბერს ჩატარდეს მშვიდი არჩევნები, რეალური კონკურენციის გარეშე, რათა დამკვიდრდეს ე.წ. სუვერენული დემოკრატია, რეალურად ავტორიტარიზმი. საქართველოში მიმდინარეობს პროცესი მოსკოვიდან მიღებული შპარგალკებით. მათ უნდათ, რომ ისეთი პარტიები შემოვიდნენ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც აღიარებენ არჩევნების შედეგებს და კითხვის ნიშნები არ იქნება. იმედი აქვთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს დაავიწყდება და ფორმალური მრავალპარტიულობა შედგება.

საბოლოო ჯამში დასავლეთთან სალაპარაკო ექნებათ. იტყვიან, რომ ჩვენ ვეპატიჟებოდით არჩევნებზე და ისინი არ მოვიდნენ. ვინც მიიღო მონაწილეობა, 25 % ან რამდენსაც გადაუგდებენ აიღებენ ის პარტიები და არცერთს პრეტენზია არ ექნება. იტყვიან, რომ თუ ვინმემ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ წააგებდნენ.

თუ ვინმეს ვინმეს შეწყალება უნდა, ამაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება, საჯარო განცხადებები ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და აქედან პოლიტიკურ დივიდენდს ელოდება ხელისუფალი. არც ყაველაშვილის მოფიქრებულია, ყაველაშვილს ვინ ეკითხება შეწყალებას, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს, ძირითადად დომინოს და ნარდს თამაშობს. ბიძინას მოფიქრებულია, ეს არის მისი თამაშის ნაწილი“, - განაცხად გია ხუხაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის