უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა - განადგურდა ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა, რის შედეგადაც ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი განადგურდა.

ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზარალი მიადგა კიდევ სხვა საჰაერო მოწყობილობებსაც.

ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა, Telegram-ზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში 25-ზე მეტი უკრაინული დრონი განადგურდა. მისი თქმით, თავდასხმამ ელექტროგადამცემი ხაზი დროებით დაზიანდა, თუმცა სამხედრო აეროდრომზე მიყენებულ ზარალზე განცხადება არ გაუკეთებია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა