­­­­ალეკო ელისაშვილი - ჩვენი წინაპრები უთანასწორო ბრძოლაშიც კი მტერს ზურგს არ აჩვენებდნენ, ფარ-ხმალს არ ყრიდნენ, შედიოდნენ ყველაზე განწირულ ბრძოლაში და იმარჯვებდნენ, ამას ვაპირებთ ზუსტად - ვაპირებთ ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას

დღეიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ სარჩევნო ბრძოლაში შედის - ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ კოალიციას, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ამ ბრძოლას გავექცეთ და ბრძოლაში მივატოვოთ საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური გაერთიანება „ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აპირებს.“

როგორც ელისაშვილმა განმარტა, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ საქართველო წინააღმდეგობის გარეშე გადაიფორმოს, რის უფლებასაც ისინი მათ არ მისცემენ.

„დღეიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ სარჩევნო ბრძოლაში შედის. არა უბრალოდ არჩევნებში, არამედ საარჩევნო ბრძოლაში. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რა ბრძოლაში შევდივართ. ეს არის პროცესი, ბრძოლა საქართველოსთვის, თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის, ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ კოალიციას, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ამ ბრძოლას გავექცეთ და ბრძოლაში მივატოვოთ საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები - არა, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და ვაპირებთ ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას. ამ რუსულ რეჟიმს, ამ მოღალატეების მმართველობასაც ზუსტად ის უნდა, რომ ჩვენ გავეცალოთ წინააღმდეგობის გარეშე და პირდაპირ დავუთმოთ თითოეული სოფელი, საარჩევნო უბანი, მუნიციპალიტეტი და დაბა. უნდათ, რომ წინააღმდეგობის გარეშე გადაიფორმონ საქართველო და გაამყარონ ეს ამაზრზენი ავტორიტარიზმი და დიქტატურა. ჩვენ ჩვენს თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ, ამ ფუფუნების უფლებას არ მივცემთ ამ სულგაყიდულ ქართველებს და ბრძოლაში შევალთ. ჩვენი წინაპრები ყველაზე უთანასწორო ბრძოლაშიც კი მტერს ზურგს არ აჩვენებდნენ, ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და შედიოდნენ ყველაზე განწირულ ბრძოლაში და იმარჯვებდნენ. ამას ვაპირებთ ზუსტად ჩვენ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავგანწირვით, შეუპოვრად და ბოლომდე - ჩვენ, მათი შთამომავლები ზუსტად ამას ვაპირებთ - ვიბრძოლოთ თავგანწირვით, შეუპოვრად და ბოლომდე.

და ბოლოს, ყველა, ვისაც გული გერჩით, ჩვენს გვერდზე დადექით პარტიულობის და ყველაფრის მიუხედავად და ერთად გავმართოთ ეს ბრძოლა, სადაც დარწმუნებული ვარ, სახელოვნად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს