ირაკლი ზარქუა - თუ ყაველაშვილის განცხადებას არ ღებულობენ და არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს? - პრეზიდენტი - არეულები არიან და თარგმანში კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები

ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტავ? პრეზიდენტი ნიშნავს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩვნებში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, „თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის?“.

„ისე, კითხვა მაქვა, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს