ირაკლი ზარქუა - პატრონებმა იციან, რომ „ნაცმოძრაობა“, „გვარამიები“  დამთავრებულები არიან, ამიტომ ახლა ფსონს ვითომ ახალ სახეებზე, „ლელოზე“ და გახარიაზე აკეთებენ - არ გამოვა ხაზარაძისგან გმირი, ვიცით, რასაც წარმოადგენს, როგორც დანარჩენი ლიდერები

გარკვეულ ჯგუფებს, მათ პატრონებს მცდელობა აქვთ, ძველი, „კარეონი“ „ნაცები“ გვერდზე გაწიონ, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ. ეს მათაც იციან, საკუთარი პარტიის ოფისიც გაყიდეს - როგორ ფიქრობთ, პარტია, რომელსაც პრეტენზია და ამბიცია აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს, საკუთარი პარტიის ოფისს გაყიდის? არა, მათაც იციან, რომ დამთავრებულები არიან, იმიტომ, რომ მათზე ფსონს უკვე მათი პატრონები აღარ აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პატრონებმაც კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს, მაგალითად, გვარამიას პარტიას, არასდროს შემოხაზავს, ამიტომ, ფსონს დებენ თითქოსდა ახალ პოლიტიკურ სახეებზე, როგორიცაა „ლელო“ და გახარიას პარტია.

ზარქუას განცხადებით, „საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაცმოძრაობის რეჟიმთან“ ხაზარაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების თანამშრომლობის შესახებ, შესაბამისად, მათი ახალ სახეებად წარმოჩენის მცდელობა წარუმატებელია“.

„პატრონებმაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გვარამიები“ - ვითომ ახალი სახე რომ შექმნეს, დამთავრებულები არიან და 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება. ამიტომ, ახლა ფსონს აკეთებენ ვითომ ახალ სახეებზე პოლიტიკაში - ხაზარაძის „ლელო“ და გახარია. რომ თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი ლიდერები რეჟიმთან და ის სისაძაგლეები, რასაც სჩადიოდნენ ერთად, პატიმრებს რომ სასესხო ვალდებულებებს ჰკიდებდნენ, ჰგონიათ, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, მცდელობა აქვთ მათ პატრონებს, რომ ეს ახალი ე.წ. „ტოპ ტვინები“ ჩაენაცვლონ უკვე დაზიანებულ „ნაც რადიკალებს“ და არ გამოსდით. ამათგან უნდათ, რომ გმირი გამოიყვანონ - არ გამოვა ხაზარაძისგან გმირი, ჩვენ ვიცით ის რასაც წარმოადგენს, ისევე როგორც დანარჩენი ლიდერები. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას სჩადიოდა, რას აკეთებდა, როგორ მოიხვეჭა ქონება და რეჟიმთან როგორ თანამშრომლობდა, ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია