ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია, ეს უკრაინას წელს, კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს

ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო, მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის,- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დრონებთან დაკავშირებით შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის.

"დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს უკვე წელს...

ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები," - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს