ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კატარში დელეგაციას გაგზავნის

ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელია.

„წუხელ მოგვაწოდეს ცვლილებები, რომლის შეტანაც „ჰამასს“ კატარის წინადადებაში სურს და ის ისრაელისთვის მიუღებელია“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები შესაძლო მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც ისრაელი დაეთანხმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს