კიტ კელოგი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე - ეს არის კლასიკური დონალდ ტრამპი - ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს

კარგია, ეს კლასიკური დონალდ ტრამპია - ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს, - ასე ეხმაურება უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის ტეხასში წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვის გამო გამოხატული სამძიმრისთვის.

„ორივე პრეზიდენტი აღიარებს მშვიდობიან დროსა და ომში ახალგაზრდების დაღუპვის გამო გამოწვეულ ტკივილს. თანაგრძნობა ლიდერობის მთავარი ნაწილია“, - წერს კელოგი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარი „ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო“. „ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები", - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს